ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა
ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა, შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვყანაში პანდემიას სულ 100 842 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-19-ი დაუდასტურდა 79 476 ადამიანს.

ამგავარად, სულ ინდოეთში რეგისტრირებულია დაავადების 6 მილიონ 470 ათასზე მეტი შემთხვევა. ინდოეთში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

ამის მიუხედავად, ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება ხდება. მიმდინარე კვირას ნაწილობრივი დატვირთვით გაიხსნა კინოთეატრები. ხელისუფლება მიმდინარე თვის მეორე ნახევრიდან სკოლების გახსნის საკითხს განიხილავს.