ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. „ბიბისის“ ცნობით, გარდაიცვალა კარნატაკას შტატში მცხოვრები 76 წლის მამაკაცი, რომელიც ერთი თვით საუდის არაბეთში იმყოფებოდა და სამშობლოში 29 თებერვალს დაბრუნდა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ყველა ის ადამიანი, რომლებსაც ინფიცირებულთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, იზოლირებული არიან.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, მამაკაცი 10 მარტს დაიღუპა, თუმცა ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ტესტის პასუხების შესახებ მხოლოდ 12 მარტს გაასაჯაროვა ინფორმაცია.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში შესვლის დროს მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს, მას ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა. ჯანმრთელობის პრობლემები კი, 5 მარტს დაეწყო.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

დატოვე კომენტარი