ინდოეთში კორონავირუსის ახალი სახეობის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის ახალი სახეობის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის ახალი სახეობის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა. ბრიტანეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი შტამი დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ ადამიანებს დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული ადამიანები და მათი კონტაქტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინდოეთს დიდი ბრიტანეთთან ფრენები შეჩერებული აქვს, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს ბრიტანეთიდან 33 ათასი მგზავრი ჩამოვიდა.

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 432 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 10.22 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. ინდოეთი, ვირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.