ინდოეთში კორონავირუსის 94 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 114 პაციენტი
ინდოეთში კორონავირუსის 94 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 114 პაციენტი

ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 94 372 ადამიანი დაინფიცირდა. შედეგად, 4.7 მილიონს გადააჭარბა ქვეყანაში იმ ადამიანების რიცხვმა, ვისაც „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დაუსვეს.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 1 114 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობა 78 586-მდე გაიზარდა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული მაჰარაშტრას შტატშია, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთ მილიონს აჭარბებს.