ინდოეთში კორონავირუსის 92 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთში კორონავირუსის 92 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 92 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის ფედერალურ სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

„როიტერი“ წერს, რომ ინდოეთში სიკვდილიანობის შედარებით დაბალი დონეა, თუმცა შეიმჩნევა ლეტალური შემთხვევების მატება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 1 100-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალური შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში 79 722-ს აღწევს.