ინდოეთში კორონავირუსის 83 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის 83 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში 83 347 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 085 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 5,6 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 90 000 ზე მეტი ადამიანი.