ინდოეთში კორონავირუსის 75 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის 75 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 75 829 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში გარდაიცვალა 940 ინფიცირებული. მსხვერპლთა საერთო რიცხვი 101 782-ს შეადგენს.

სულ, ინდოეთში რეგისტრირებულია დაავადების 6,5 მილიონზე მეტი შემთხვევა. ინდოეთში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება ხდება. მიმდინარე კვირას ნაწილობრივი დატვირთვით გაიხსნა კინოთეატრები. ხელისუფლება მიმდინარე თვის მეორე ნახევრიდან სკოლების გახსნის საკითხს განიხილავს.