ინდოეთში კორონავირუსის 70 496 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 964 ადამიანი
ინდოეთში კორონავირუსის 70 496 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 964 ადამიანი

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 70 496 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6,91 მილიონს აღწევს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 964 ადამიანი დაიღუპა.

ინდოეთში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 106 490-ს აღწევს. „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა.