ინდოეთში კორონავირუსის 68 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის 68 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 68 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში უკვე მეექვსე დღეა, ყოველდღიურად 60 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება.

ინდოეთში ახლა ფერების ფესტივალი აღინიშნება. რამდენიმე შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, აიკრძალა მასობრივი შეკრება. ჯანდაცვის სამინისტრომ კი მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ გარე სივრცეებში შეკრებისგან და დღესასწაული მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნონ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 12 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 161 843 ადამიანი.