ინდოეთში კორონავირუსის 66 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 816 პაციენტი

12:42, 12.10.2020

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7 120 000-ს აღემატება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების 66 732 და გარდაცვალების 816 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსს 109 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში 860 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი