ინდოეთში კორონავირუსის 63 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის 63 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 63 509 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 730 ინფიცირებული. შესაბამის ინფორმაციას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო დღეების განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება.

ქვეყანაში კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 7,2 მილიონს გადააჭარბა. პანდემიას სულ ინდოეთში 110 856 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით.