ინდოეთში კორონავირუსის 55 722 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 579 პაციენტი
ინდოეთში კორონავირუსის 55 722 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 579 პაციენტი

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 55 722 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 579 ადამიანი, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის შვიდ მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 114 610 ადამიანი.