ინდოეთში კორონავირუსის 54 044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:58, 21.10.2020

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 54 044 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 717 ინფიცირებული. შესაბამის ინფორმაციას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 7,6 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიას სულ ინდოეთში 115 914 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით.

მსგავსი