ინდოეთში კორონავირუსის 49 931 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 708 ადამიანი
ინდოეთში კორონავირუსის 49 931 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 708 ადამიანი

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 50 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „სიენენის“ ცნობით, ქვეყნისთვის ეს რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 49 931 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო დღის განმავლობაში, ინდოეთში „კოვიდ-19“-ით 708 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 32 771-ს აღწევს.

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ მესამე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი