ინდოეთში კორონავირუსის 46 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის 46 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 46 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 979 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 30 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 396 730 ადამიანი.