ინდოეთში კორონავირუსის 414 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 915 პაციენტი გარდაიცვალა

08:25, 07.05.2021

ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 414 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 915 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 21 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 234 083 ადამიანი.

მსგავსი