ინდოეთში კორონავირუსის 35 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 483 პაციენტი გარდაიცვალა
ინდოეთში კორონავირუსის 35 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო ჯამმა 31.26 მილიონს მიაღწია. ვირუსით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 483 პაციენტი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 419 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ხელისუფლებაში შიშობენ, რომ ეს რიცხვი ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, გაცილებით მაღალი უნდა იყოს.