ინდოეთში კორონავირუსის 28 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის 28 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 28 204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მარტის შემდეგ ერთ დღეში გამოვლენილი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების რიცხვმა 32 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა ოდენობა კი 429 ათასს აღწევს.

მათ შორის ბოლო 24 საათში ვირუსს 373 ადამიანი ემსხვერპლა.