ინდოეთში კორონავირუსის 168 912 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის 168 912 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული რაოდენობის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში „კოვიდ-19“ 168 912 ადამიანს დაუდასტურდა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას ქვეყანაში 904 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნული მონაცემების თანახმად, ინფიცირების მაჩვენებლით ინდოეთმა ბრაზილიას გადაასწრო და მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ინდოეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 13.53 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული.