ინდოეთში კედლის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პუნაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მშენებარე კორპუსის გვერდით არსებული კედელი რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ჩამოინგრა და მუშებისთვის განკუთვნილ დროებით საცხოვრებელს დაეცა. „როიტერსის“ ცნობით, ინციდენტის დროს მუშებს ეძინათ.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ნანგრევებში კიდევ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.