ინდოეთში, ჯამუსა და ქაშმირის შტატში 560 ადამიანი დააკავეს
ინდოეთში, ჯამუსა და ქაშმირის შტატში 560 ადამიანი დააკავეს

ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა ჯამუსა და ქაშმირის შტატში 560 ადამიანი დააკავეს. მათ შორის პოლიტიკოსები და აქტივისტებიც არიან.

პარალელურად, რეგიონში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

ჯამუსა და ქაშმირის მცხოვრებლები ინდოეთის ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებით 370-ე მუხლის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც ამ ორ შტატს განსაკუთრებულ სტატუსს უხსნის. ნიუ-დელის სურს, რომ აღნიშნული ტერიტორიები პირდაპირ მის დაქვემდებარებაში იყოს.

აღსანიშნავია, რომ ჯამუსა და ქაშმირის რეგიონი ძირითადად მუსლიმებით არის დასახლებული და მასზე პრეტენზიას აცხადებს, როგორც ინდოეთი, ასევე პაკისტანი. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ინდოეთი შეძლებს, აღნიშნულ შტატებში ინდუსი მოქალაქეებიც ჩაასახლოს.

ნიუ-დელის ამ ნაბიჯის შემდეგ, პაკისტანმა ინდოეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეამცირა და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა. ისლამაბადი ასევე ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გადახედვას გეგმავს.