ინდოეთში იშვიათი დაავადების, „შავი სოკოს“ 8 800 შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში იშვიათი დაავადების, „შავი სოკოს“ 8 800 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში იშვიათი დაავადების, „შავი სოკოს“, იგივე „მუკორმიკოზის“ 8 800 შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაავადებულთა გადარჩენის მხოლოდ 50-პროცენტიანი შანსი არსებობს.

ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფექციის გავრცელება შესაძლოა, კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ მედიკამენტებთან იყოს დაკავშირებული.

„მუკორმიკოზი“ იშვიათი ინფექციაა, რომელიც აზიანებს სინუსებს, ტვინს და ფილტვებს. ის განსაკუთრებით საშიშია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც იმუნური სისტემის პრობლემები აქვთ.