ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მეწყრისას დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა
ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მეწყრისას დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მეწყრისას დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა, 10 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ „როიტერი” წერს.

ჰიმალაის მთებში მეწყერი კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია.

„ბოლო 48 საათის განმავლობაში უწყვეტი ნალექის გამო ინდოეთს ტრაგედია დაატყდა თავს. დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. დაზიანებულია გზები და ელექტროენერგიის ქსელები”, – განაცხადა შტატის მინისტრმა, სუხვინდერ სინგმა.

მეწყერი ჩამოწვა ქალაქ შიმლაში, სადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა. ქალაქში დაიხურა სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები. მოსახლეობის ნაწილი გადაყვანილია თავშესაფარში.

როგორც მედია წერს, ძლიერი წვიმა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.