ინდოეთში გიგანტური კარვის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი [ვიდეო]

11:25, 24.06.2019

ინდოეთში გიგანტური კარვის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ინციდენტი რაჯასტანის შტატში მოხდა. კარვის ჩამოშლა ძლიერმა ქარმა და წვიმამ გამოიწვია. რამდენიმე ადამიანი დაზიანებული ელექტროსადენებიდან დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ნაწილი კი რკინის კონსტრუქციის ქვეშ მოყვა.

ინციდენტის დროს, გიგანტურ კარავში რელიგიური რიტუალი მიმდინარეობდა, რომელსაც 300-მდე ადამიანი ესწრებოდა.

მსგავსი