ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 145 384 ადამიანს დაუდასტურდა.

ინდოეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ს 794 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყანაში ეპიდემიის დაწყების შემდეგ, კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას საერთო ჯამში 168 436 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთში „კოვიდ 19“-ის 13 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ის და ბრაზილიის შემდეგ. ვირუსის გავრცელებას მთავრობა ხალხმრავალ შეკრებებსა და ნიღბების ტარების დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს.