ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 29 163 შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 29 163 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 29 163 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც ივლისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსით 449 ადამიანი დაიღუპა.

ვირუსის გავრცელების კუთხით ინდოეთი ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის რვა მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 130 519 ადამიანი.