ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 44 230 ადამიანს დაუდასტურდა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 44 230 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 44 230 ადამიანს დაუდასტურდა, ეს ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რამაც ეპიდემიის მორიგი ტალღის შიში გააჩინა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსთ 555 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 31,57 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 423 217-ს შეადგენს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ სამთავრობო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ინდოეთში ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 38%.