ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 29 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13:12, 15.07.2020

ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 29 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 582 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში კოვიდ-19 ის 936 181 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი , დაღუპულია 24 309 ადამიანი. ინდოეთში ვირუსისგან 600 000 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი