ინდოეთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

09:14, 21.09.2020
Rescue workers search for survivors from the debris after a three-storey residential building collapsed in Bhiwandi on the outskirts of Mumbai, India, September 21, 2020. REUTERS/Francis Mascarenhas

Rescue workers search for survivors from the debris after a three-storey residential building collapsed in Bhiwandi on the outskirts of Mumbai, India, September 21, 2020. REUTERS/Francis Mascarenhas

ინდოეთში, მუმბაიში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის დაახლოებით 25 ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა, თუმცა წვიმების სეზონზე ასეთი შემთხვევები ინდოეთში ხშირია.

მსგავსი