ინდოეთში ერთ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 22 273 შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთში ერთ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 22 273 შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 22 273 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 251 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 10 169 118 შემთხვევა, მათ შორის 147 343 პაციენტი გარდაიცვალა.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა.