ინდოეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა
ინდოეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

ინდოეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში, კერალასა და უტარაკაჰანდიში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას და მეწყერს სულ მცირე 73 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერი წვიმები ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონში კვირაზე მეტია მიმდინარეობს, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია. დატბორილ რეგიოებში კვლავ გრძელდება სამაშველო და სამძებრო სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლთა რაოედენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

კერალას რეგიონში ადიდებულმა მდინარეებმა ხიდები წაიღო, რის გამოც რამოდენიმე ადგილი მოწყვეტილია ძირითად გზას.

უტარაკაჰანდის შტატის ერთ-ერთი რეგიონიდან, ადგილობრივ ხელისდუფლებას 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაციის განხორციელება მოუწია. 26 საევაკუაციო ბანაკში 200-ზე მეტი ოჯახია განთავსებული. მდინარეების ადიდების გამო, დატბორილია სოფლები, განადგურებულია მოსავალიც.

ინდოეთი მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ინდოეთის ჩრდილოეთ შტატები ერთ-ერთ ყველაზე უხვნალექიან ტერიტორიებად ითვლება ინდოეთში. მიმდინარე წლის თებერვალში ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ, უტრაკაჰანდის შტატში 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დატოვე კომენტარი