ინდოეთში ძლიერი სიცხისგან 29 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში ძლიერი სიცხისგან 29 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში ძლიერი სიცხისგან 29 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი ადამიანი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჰაერის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ბიჰარის შტატში ფიქსირდება, სადაც უკვე ერთი თვეა, ანომალიურ სიცხესთან გამკლავებას ცდილობენ. ტემპერატურა 40 გრადუსზე ქვემოთ რამდენიმე დღეა, არ ჩამოდის. დედაქალაქ ნიუ-დელიში კი, 10 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა.