ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში მკაცრი კარანტინი აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა
ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში მკაცრი კარანტინი აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა

ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში მკაცრი კარანტინის რეჟიმი აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდა.

სიენენისინფორმაციით, ამის შესახებ შტატის მმართველმა მინისტრმა, მამატა ბანერჯიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„გადაცემის ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ. თუ გვაქვს საშუალება, ნაწილობრივ მაინც შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება, ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ბევრს ჰგონია, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებელი ძალიან მაღალია, თუმცა ადრეულ ეტაპებზე ტესტირებისთვის ერთი ლაბორატორია გვქონდა, ახლა კი, 56 ასეთი დაწესებულება გვაქვს“, – განაცხადა ბარენჯიმ.

დასავლეთ ბენგალიში „კოვიდ-19“-ის 60 830 შემთხვევა არის დაფიქსირებული, გარდაცვლილია 1 411 პაციენტი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი 1,5 მილიონს აჭარბებს.