ინდოეთში ციკლონ „ფანის“ შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში ციკლონ „ფანის“ შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში ციკლონ „ფანის“ შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

უმეტესობა ძლიერი ქარის დროს, ხის დაცემის შედეგად დაიღუპა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ორისას შტატს 3 მაისს დაატყდა თავს.

ციკლონ „ფანის“ გამო ინდოეთში, სტიქიის ზონაში გადაიდო ასობით ავიარეისი. დახურულია საავტომობილო გზა და სარკინიგზო მაგისტრალი. დროებით შეჩერებულია სკოლების და სხვა საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირება. სტიქიის ზონიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ახლა ციკლონი „ფანი“ ბანგლადეშისკენ მიიწევს, სადაც 1,2 მილიონი მოსახლის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.