ინდოეთში ციკლონ „ფანის" შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა [ვიდეო-ფოტო]
ინდოეთში ციკლონ „ფანის" შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა [ვიდეო-ფოტო]

ინდოეთში ციკლონ „ფანის” შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ძლიერი ქარის დროს ხის დაცემის შედეგად დაიღუპნენ.

სტიქია ამჟამად ორისას შტატში, სანაპირო ზოლთან მძვინვარებს. სინოპტიკოსების ცნობით, ციკლონი ქვეყნის სიღრმეში შეაღწევს. არსებული მონაცემებით, რისკის ქვეშ 10 ათასამდე სოფელი და 52 ქალაქია. სამაშველო ოპერაციებისთვის მობილიზებულია ვერტმფრენები და ნავები. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ქვეყნის სამხედრო საჰაერო და საზღვაო ძალების წარმომადგენლებიც ეხმარებიან. საგანგებო რეჟიმში მუშაობს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიც.

ქვეყნის ხელისუფლებამ აღდგენითი სამუშაოებისთვის 144 მილიონი დოლარი უკვე გამოყო. მილიონზე მეტი ადგილობრივი უსაფრთხო ადგილას უკვე გადაიყვანეს. ცალკეულ რაიონებში ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.