ინდოეთში, ცეცხლსასროლი იარაღის ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში, ცეცხლსასროლი იარაღის ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა

მედიის ინფორმაციით, ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში, ცეცხლსასროლი იარაღის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო მანქანები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ისინი ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობდნენ.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სამაშველო სამსახურმა, სულ მცირე, 174 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.