ინდოეთში ბოლო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსის დღიური შემთხვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ინდოეთში ბოლო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსის დღიური შემთხვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში გასული სამი თვის განმავლობაში კორონავირუსის დღიური შემთხვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 40 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია 11,51 მილიონი შემთხვევა, რითაც ინდოეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.

ვირუსს ბოლო 24 საათში 154 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კი, გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში 160 ათასს აღწევს.