ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 1133 ადამიანი ემსხვერპლა

10:26, 08.09.2020

ინდოეთში ერთ დღეში კორონავირუსს 1133 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო თვის განმავლობაში ეს რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 75 809 ადამიანს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინდოეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყენაში 4 მილიიონზე მეტი კოვიდინფიცირებულია აღრიცხული. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე რჩება აშშ, სადაც ვირუსის 6 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი