ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში წინა დღესთან მიმართებით 26 პროცენტით გაიზარდა
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში წინა დღესთან მიმართებით 26 პროცენტით გაიზარდა

ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირდა. ბოლო 24 საათში გამოვლენილია 601 ახალი პაციენტი, რაც წინა დთესთან შდარებით 26%-იანი ზრდაა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საერთო ჯამში, ინდოეთში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 3 082 შეადგინა, კორონავირუსით გარდაიცვალა 86 ადამიანი.

როგორც „სიენენი“ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ინდოეთში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა რელიგიურ შეკრებას უკავშირდება, რომელიც ნიუ-დელიში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში მარტში ჩატარდა.

როგორც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი, ლავ აგარვალი ამბობს, აღნიშნულ რელიგიურ შეკრებასთან პირდაპირ კავშირშია ინფიცირების 647 შემთხვევა.

ინდოეთში კარანტინი 24 მარტს გამოცხადდა.