ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 50 040 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 258 ადამიანი
ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 50 040 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 258 ადამიანი

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავალობაში „კოვიდ-19“-ის 50 040 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 258 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტს ებრძვიან, რომელიც განსაკუთრებულად სწრაფად ვრცელდება.

„როიტერის“ ინფორმაცით, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია აცრილი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 35 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3 965 751 ადამიანი.