ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 10 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 10 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 10 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 380 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია ახალი კორონავირუსის 343 091 შემთხვევა. ინფიცირებულთაგან 9 900 გარდაიცვალა.

ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტამილნადუს შტატის ხელისუფლებამ ოთხ ოლქში სრული კარანტინი გამოაცხადა. კარანტინის წესები 19 ივნისიდან შევა ძალაში და თვის ბოლომდე იმოქმედებს.

ინდოეთის შტატებს შორის ტამილნადუ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შტატში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 46 504 შემთხვევა, გარდაცვლილია 479 ადამიანი.

ივნისის დასაწყისში კარანტინი გახანგრძლივდა დასავლეთ ბენგალის, პენჯაბისა და მიზორამის შტატებში.