ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 83 341 შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 83 341 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 83 341 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყნისთვის „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მორიგი რეკორდული ყოველდღიური მაჩვენებელია.
მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში ინდოეთში 1 096 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3 მილიონ 936 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 68 472-ს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.