ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 368 147 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 417 პაციენტი
ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 368 147 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 417 პაციენტი

ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 368 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 417 პაციენტი.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ინდოეთის ჯანდაცვის სმინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დღიდან ინდოეთში ვირუსის 19.93 მილიონი შემთხვევა დარეგისტრირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 218 959-ს აღწევს.

სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.

ინდოეთის ინდუსტრიის კონფედერაცია ქვეყნის მთავრობას ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ინიციატივით მიმართავს.

ინდოეთის ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად ბრიტანეთი დელის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 1 000 აპარატს გაუგზავნის.

სულ მცირე 11-მა შტატმა და საკავშირო ტერიტორიამ ინფექციების თავიდან ასაცილებლად გარკვეული სახის შეზღუდვები დააწესა.