ინდოეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 80 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 80 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას „გარდიანი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა 970 პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 3,5 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 63 000 ლეტალური აღმოჩნდა.