ინდოეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 22 065 შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 22 065 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 354 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ინდოეთი, ვირუსის გავრცელების კუთხით, აშშ-ს შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 9 906 165 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, პანდემიამ 143 709 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.