ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 93 337 ადამიანი დაინფიცირდა, 1 247 პაციენტი კი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 93 337 ადამიანი დაინფიცირდა, 1 247 პაციენტი კი გარდაიცვალა

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 93 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 247 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საერთო შემთხვევების რაოდენობამ ხუთ მილიონ 300 ათასს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებლით ინდოეთი აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება მსვერპლს, პანდემიას ინდოეთში 85 619 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობით ინდოეთს მხოლოდ აშშ და ბრაზილია უსწრებენ.