ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 83 809 ადამიანი დაინფიცირდა, 1 054 პაციენტი კი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 83 809 ადამიანი დაინფიცირდა, 1 054 პაციენტი კი გარდაიცვალა

ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 83 809 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 054 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის ოთხი მილიონ 930 ათასზე მეტი შემთხვევა, რის მიხედვითაც ქვეყანა აშშ-ის შემდეგ მსოლფიოში მეორე ადგილზეა.

ინდოეთში ვირუსს 80 776 ინფიცირებული მესხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდნეობით ინდოეთს მხოლოდ აშშ და ბრაზილია უსწრებენ.