ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 613 ინფიცირებული გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 613 ინფიცირებული გარდაიცვალა

ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდულად დიდი რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ქვეყანაში 24 850 ადამიანს დაუდგინეს.

სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია ახალი ტიპის კორონავიურსის 673 165 შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ის მეოთხე ადგილს იკავებს აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.

ბოლო 24 საათში ინდოეთში გარდაიცვალა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 613 პაციენტი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 19 268 შეადგინა. კოორნავირუსისგან განიკურნა 409 083 პაციენტი.