ინდოეთში ბოლო 24 საათში  კორონავირუსით  52 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 771 კი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 771 კი გარდაიცვალა

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 52 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 771 კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 38 135 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინდოეთი „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით მესამე ადგილზეა, ხოლო ლეტალური შემთხვევების მიხედვით, მსოფლიოში მეოთხე ადგილი უკავია.