ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსით 4 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ახალი შემთხვევების რიცხვმა კი მცირედით იკლო – 311 ათასი შემთხვევა აღრიცხეს, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მსოფლიო მასშტაბით კი კორონავირუსის შემთხვევებმა 162.5 მილიონს გადააჭარბა. ვირუსით 3 მილიონ 370 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა 677 000 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ეპიდემიას 13 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევათა ნახევარზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე მოდის, მეორე ადგილზე კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამე ადგილს ევროპა იკავებს.